2. მომენტი-მისტიკასთან მიახლოება,კონტაქტი
მთავარი სიმბოლოებია: სტიქიები, წმ.გიორგი და გველეშაპი, ადგილის მფარველი სულები ,ღმერთები...
იმისათვის, რომ უკეთ გაეცნობიერებინა ძველ ადამიანს თუ რა იყო მისტიკა, უკიდეგანობა, დაიწყო მისი ნაწილებად , კატეგორიებად და სტიქიებად დაშლა, რადგან ასე უფრო იოლდებოდა გაცნობიერება და ამოხსნა იმ მოვლენებისა, რაც ხდებოდა და ქართველმა ხალხმა (როგორც ყველა სხვა ხალხებმა) ლეგენდებში დედამიწა დაყო ოთხ სტიქიად- ცეცხლი,მიწა,წყალი,ჰაერი...
ქრისტიანობაში ეს თითოეული სტიქია შეესაბამება სახარების თავებს, მაგალითად:
· ცეცხლი - მარკოზის სახარების სიმბოლო, ლომი ,ირემი, ცხვარი
· მიწა - მათეს სახარების სიმბოლო, ხარი
· წყალი-ლუკას სახარების სიმბოლო, ანგელოზი
· ჰაერი- იოანეს სახარების სიმბოლო, არწივი
. . . . .
ამ თითოეულ სიმბოლოს თავისი დატვირთვა და ახსნა, საუკუნეების ისტორია აქვს, თუმცა ძალიან ხშირად წააწყდება ადამიანი ერთიდაიგივე სიმბოლოს სრულიად სხვადასხვაგვარ გაგებას..
დავიწყებ თითოეული სტიქიის და მისი შესაბამისი სახარების თავის , ცხოველების სიმბოლოების ისტორიის ანალიზს...(რამდენადაც შევძლებ)
დღევანდელი ადამიანი ამ ყველაფერს ძალიან ზედაპირულად უყურებს და უსარგებლო, ან ნაკლებად საჭირო ინფორმაციად თვლის და მიაჩნია, რომ მის შესახებ მხოლოდ სპეციალისტებმა უნდა იცოდნენ...
ხშირად, როცა ამ სიმბოლოების ისტორიებს, შინაარსს ვკითხულობ, ვსაუბრობ სხვადასხვა ადამიანებთან ამ თემებზე, მათ სახეებზე ვკითხულობ კითხვას- რაში მჭირდება ან მე ან მათ ამ ყველაფრის ცოდნა?-მე ხომ ხელოვნებათმცოდნე , ან ისტორიკოსი არ ვარ?...მართალია,არ ვარ არცერთი, უბრალოდ ხელოვანი მინდა ვიყო...
ძველი შემოქმედები სწორედ იმიტომ ქმნიდნენ ისეთ ხელოვნებას, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო , რომ ეს მისტიკა, ალეგორიები, ისტორიები, ლეგენდები მათი ყოველდღიურობა იყო და ხშირად ფიქრობდნენ მასზე...
დღეს ჩაძირულები ვართ სწრაფ ტემპში, ვუყურებთ ტელეგადაცემებს, გავდივართ ყოველდღიურად ასობით კილომეტრს ტრანსპორტით,, ვსაუბრობთ ტელეფონზე შეუსვენებლივ, „ვისვენებთ“ ინტერნეტში ნაცნობ-მეგობრებთან „ჩატაობით“ და ა.შ... დრო საერთოდ აღარ გვრჩება ასეთ საკითხებზე ფიქრისათვის და გვირჩევნია, სხვას მივანდოთ მასზე მსჯელობა, ანალიზი...
. . . .
მივუბრუნდები ისევ სტიქიების სიმბოლიკის ისტორიას... პირველი სტიქია -ეს არის ცეცხლი;
ცეცხლი - მარკოზის სახარების სიმბოლო, ლომი , ირემი, ცხვარი
ცეცხლი- ალეგორია ღმერთის, სულის, სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისა, განწმენდისა, ასევე ტანჯვისა და ტკივილისა...
ცეცხლი ქრისტიანულ ტრადიციაში ღმერთთან იგივდება, რომლითაც იწყება და მთავრდება ყოველი არსი... ცეცხლს ენიჭება სხვა დატვირთვაც. ის არის ადამიანის "მე"-ს აღმნიშვნელი; Tundac პრომეთეს მიერ ცეცხლის მოტაცება და ადამიანებისთვის გადაცემა სიმბოლურად ნიშნავს ადამიანის მიერ საკუთარი "მე"-ს მოპოვებას, რისთვისაც დაისაჯა პრომეთე. ხოლო ზოროასტრიზმის ტრადიციაში ცეცხლი არის ღვთაებრივობის გამოვლინება და ის წმინდა სტიქიაა.
საქართველოში არსებული, წარმართული დროიდან მოყოლებული რიტუალი-ჭიაკოკონობა უნდა მომდინარეობდეს სწორედ ცეცხლთაყვანისმცემლობიდან, ცეცხლზე გადახტომისას ადამიანის განწმენდა ხდება. მსგავსი ტრადიციები სხვაგანაც არსებობს...
ცეცხლი ქრისტიანულ ტრადიციაში ღმერთთანაც იგივდება, რომლითაც იწყება და მთავრდება ყოველი არსი.
სასჯელის ნიშანიც არის; სოდომი და გომორა, ამ ქალაქის ხალხების უზნეობის გამო, სწორედ ცეცხლის სტიქიით განადგურდნენ. ბიბლიის მიხედვით, დანიელ წინასწარმეტყველი და მისი სამი თანმხლები თანამემამულე, ტყვე ყმაწვილები, რწმენის გულისთვის ჩაყარეს ცეცხლში...
ქრისტეს ამაღლების შემდეგ, სულთმოფენობისას ცეცხლის ენები გადმოვიდა იესოს მოწაფეებზე და მათზე მოეფინა სულიწმინდის მადლი. ამავე დროს მარადიული ცეცხლი არის ქვესკნელის, ჯოჯოხეთის, მარადიული ტანჯვისა და წუხილის სიმბოლო.
ყველა რიტუალსა და ყოფით ნივთებში , სადაც კი ცეცხლი დომინირებს, ხშირია ცეცხლის დაკავშირება ქრისტესთან... არც ისაა შემთხვევითი რათქმაუნდა, რომ ქრისტიანულ საეკლესიო რიტუალებში საცეცხლური ნიშნავს ღვთისმშობლის წიაღს. საცეცხლურში ნაკვერჩხლის არსებობა - თვით იესო ქრისტეს ყოფნას ქალწული მარიამის წიაღში. საცეცხლურის ოთხი ჯაჭვი კი ნიშნავს მახარებლებს. ხოლო საკმევლისა და გუნდრუკის კმევა ნიშნავს გულითად წმინდა ლოცვას ღმერთისა და წმინდანებისადმი...
ცეცხლს ასევე მზე გამოხატავს..
მზე არის მეუფე ქვეყნიერებისა და როგორც სიმბოლო, არსებობს ასევე ქრისტიანობაში. მზის ფორმის შარავანდედები გამოსახული პიროვნების თავზე მიანიშნებს მის სიწმინდეს, რომ ის ასხივებს ღვთაებრივ სიბრძნეს.
მზე არის ქრისტეს სიმბოლო. ქრისტეს მოაქვს სულიერი სინათლე... ასევე დღის მატებასთან ასოცირდება ქრისტეს დაბადება, დიდი გამონათება, სულიერი სინათლე. მზე არის ყველაზე დიდი საიდუმლო და სილამაზის მიმცემი ქვეყნიერებისა... მზე ასევე არის სითბო, სინათლე, რაც უმანკოების უცილობელი ატრიბუტებია...
anCisxati
ლომი-მამაკაცური საწყისი, წმიდა ცხოველია..ასევე სიძლიერისა და ძალაუფლების ნიშანი...
ლომი-იუდა(იაკობის ძე), ასევე შედარებულია მასთან საული, დანიელი... ხოლო ფრთოსანი ლომი იქცა მარკოზ მახარებლის სიმბოლოდ. ასევე გამოხატავს უბედურებას, რომლისგან ხსნაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია(დანიელ წინასწარმეტყველის ხაროში ჩაგდება). ადრე სჯეროდათ,რომ ლომს თვალღიას სძინავს და ამის გამო სიფრთხილის სიმბოლოდაც იქცა. თუმცა, იმავდროულად არის ანტიქრისტეს გამომხატველი (ფსალმუნების წიგნში ლომზე გამარჯვება თავად სატანაზე გამარჯვებად ითვლება...)
bolnisis sioni
ირემი- საიდუმლოს, სილამაზისა და მორწმუნე ადამიანების სიმბოლოა... ძალიან ხშირად არის გამოსახული ქართულ ფრესკებსა და ბარელიეფებზე მოტივი ირმებით, რომლებიც წყაროს ეწაფებიან, ან პალმების ხეებში არიან მოქცეული... ირმებსა და პალმებს შორის გამოკვეთილი დანიელი ლომებთან ხაროში მოიაზრება, როგორც ქრისტეს ვნებებისა და აღდგომის წინასწარუწყება... ირმის გამოსახვა უკვდავების წყაროსთან ზიარების მოტივს უკავშირდება, რადგან წყარო-ქრისტეს ალეგორიააა... ასევე ხშირად არის ირმების, შვლების, ჩიტების გამოსახულებები , რომლებიც მცენარეთა ნაყოფს შეექცევიან-გამოხატავს მორწმუნე სულების ქრისტიანობასთან ზიარებას...
ცხვარი-უცოდველობisa da უმანკოებis simboloa....
სვეტიცხოვლის ფრესკის ფრაგმენტი „ზოდიაქოს რკალი“am freskaSi yvela simboloa gadmocemuli,misi analizi arc ise iolia... kargad unda icnobde saxarebas,axal aRTqmas da gesmodes simbolikis ena...
2. მიწა - მათეს სახარების სიმბოლო, ხარი
მიწის სიმბოლო; ხარი- განასახიერებს მიწას, მთვარის წმიდა ცხოველადაც ითვლება და ასოცირდება მათეს სახარებასთან... ხარის კულტი მრავალი ქვეყნის მითოლოგიის მთავარი პერსონაჟია -
შუამდინარეთში შუა აზიაში და ძველირანულ და ძველინდურ ტექსტებში 3-2 ათასი წლის წინ მითოლოგიაში ხარი არის მთვარის ღვთაების სიმბოლო.
შუამდინარეთში შუა აზიაში და ძველირანულ და ძველინდურ ტექსტებში 3-2 ათასი წლის წინ მითოლოგიაში ხარი არის მთვარის ღვთაების სიმბოლო.
სიტყვა ხარი მიღებულია ქართული ზმნისგან - ხვნა.ასევე ძალის, ნაყოფიერების და ცის სიმბოლო
მთვარე– ქრისტიანულ სამყაროში გამოსახავდნენ ღვთისმშობელს მთვარესთან, იგი დაბრძანებული იყო ნახევარმთვარეზე, რასაც ავსტრიელები უკავშირებდნენ გამარჯვებას თურქებზე. თურქები ხომ ნახევართმვარეს დღემდე თავიანთ დროშაზე გამოსახავენ. სინამდვილეში ეს დაკავშირებული არის იოანეს გამოცხადების ერთ-ერთ თავთან, სადაც წერია "გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე."
ნახევარმთვარე უკავშირდება ხარის კულტს. ბერძნები სელენას გამოსახავდნენ ქალღმერთად, რომელიც მართავს ეტლს და ამ ეტლში შებმულია ხარები. ეს გამოწვეულია ხარის რქების ნახევარმთვარესთან მსგავსებით. მთვარის კალენდრის გავლენის შედეგად მიიჩნევა ქართული დამწერლობის შექმნა.
3.წყლის სიბოლო; ანგელოზი-ლუკას სახარება
4.ჰაერის სიმბოლო;-არწივი -ფრთებგაშლილი არწივი ,როგორც მაცხოვრის აღდგომის და ამაღლების სიმბოლო... იოანეს სახარება.
არწივი– როგორც გონიერების და ძლიერების სიმბოლო
No comments:
Post a Comment