დღეს წმინდა დღესასწაულია- ბარბარობა... ყოველთვის ასე ხდებოდა....
სადღესასწაულო განწყობა ჩემში არა ახალ წელს, არამედ ბარბარობას, შობას და აღდგომას მოდის ... ეს არის დღეები, როდესაც აუცილებლად უნდა დავრჩე ღმერთთან მარტო - სულ ცოტა ხნით მაინც და გავაანალიზო წინა განვლილი წელი -ბარბარობიდან ბარბარობამდე, შობიდან- შობამდე და აღდგომიდან-აღდგომამდე...
ყველა ადამიანის ქვეცნობიერში არის დალექილი სხვადასხვა არქეტიპები, სიმბოლოები (ვიცი, ამას იუნგი ამტკიცებდა ჯერ კიდევ როდის და სულაც არ ვამბობ არაფერს ახალს) და ვლინდება მის სიზმრებში, საუბრებში, შემოქმედებაში... ძალიან ხშირად ხდება ასე- წააწყდები ნახატს, ქანდაკებას, საიუველირო ნამუშევარს და ა.შ, ხედავ მასში გამოსახულ სიმბოლოებს, კითხულობ მათ მიღმა მიმალულ ფიქრებს, ოცნებებს, სევდას ან სიხარულს, შიშს და ა.შ... ბევრი რაღაც შეიძლება ამოიცნო ავტორზე მისი ნამუშევრისდა მიხედვით, რა აწუხებს ან უხარია, რომელი ეროვნებისაა, რა რელიგიის წარმომადგენელია და ა.შ...
საიდან?
- სწორედ ნამუშევრებში გამოსახული ფერებით, სიმბოლიკით, თხრობის მანერით, ფაქტურით... მსოფლმხედველობა გინდა არ გინდა, ვლინდება ყველა ნიუანსში. თანამედროვე ქართული ხელოვნება გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდის მდგომარეობას უტოლდება თავისი განვითარებით; ძალიან ბევრი ახალი რამ გვაქვს ასათვისებელი, გასაანალიზებელი, გადასახარში, ყველაფერ ამის შემდეგ კი საკუთარ პროდუქტად გარდასაქმნი... ახალი ასათვისებელია, მაგრამ ხშირად აღმოჩნდება, რომ ძველი და ისტორიულიც არ გვაქვს გაცნობიერებული და არ ვიცით ამის შესახებ ბევრი არაფერი, ან არ ვთვლით საჭიროდ ვიცოდეთ იმაზე მეტი, ვიდრე იმ მომენტში გვჭირდება...
თუმცა, რაღა მრავლობითში ვსაუბრობ? რათქმაუნდა, ასეა ყოველთვის, მრავლობით პირში ვფიქრობ იმ პრობლემაზე, რის წინაშეც თავად ვდგავარ... ალბათ ყველა ადამიანი ასეა- ყველას უყვარს პირად პრობლებაზე განზოგადებით ფიქრი და საუბარი ... მეც არ ვარ გამონაკლისი და განვავრცე, ზოგადი გავხადე ის საკითხები, რის წინაშეც პირადად ვდგავარ და აღვიქვამ... ჩემი ცნობიერისა და ქვეცნობიერის ზედაპირზე პერიოდულად ამოტივტივდება ის ცოდნა, რაც ნებით თუ უნებლიედ მაქვს მიღებული და კიდევ უფრო მძაფრად ვხვდები, რამდენი მაქვს სასწავლი დრო კი არც ისე ბევრია... ვნახულობ ძველ ოქრომჭედლობის ნაკეთობებს, ფრესკებს, ქანდაკებებს, ტაძრებს და მასზე ამოტვიფრულ ბარელიეფებს, ვხედავ მათზე გამოსახულ სიმბოლიკას, ფერებს, სახეებს , რომელსაც საოცარი სიცხადე და გამომსახველობა აქვს, მიზიდავს თავისი სიღრმითა და მისტიკით...
კიდევ რას ვხედავ ძველ ხელოვნებაში? ვხედავ, რომ ქართული პროდუქცია გვიჩვენებს მუდმივ მერყეობას ორ სამყაროს შორის... გამუდმებული ბრძოლა მიდის ევროპასა და აზიას შორის, წარმართულსა და ქრისტიანულს , ქართულსა და შემოსულს შორის... ვხედავ უზარმაზარ მისტიკას, მაგრამ მიუხედავად ამ მისტიკისა, განსხვავებით სხვა კულტურისგან , ქართული ხელოვნება არის საოცრად მაჟორული... ქართული მისტიკა სავსეა სიცოცხლის სიყვარულით...
რას ვხედავ დღევანდელ ხელოვნებაში? აქ კი ვხედავ, რომ არეულია ფასეულობები, ხელოვნებაში სასაუბრო ენა ... არის საკმაოდ ბევრი მცდელობა „არტის“ შექმნისა, თუმცა ძალიან ცოტას თუ გამოსვლია ნამდვილად ღირებული „პერფორმანსის“ , “ინსტალაციის“ და ა.შ. შექმნა... ჩემი აზრით ჩვენი, უმეტესობის პრობლემა ხელოვნებაში არის ის, რომ დაკარგული გვაქვს კავშირი წარსულსა და დღევანდელობას შორის; თუ არ არის უწყვეტი ჯაჭვი წარსულისა და დღევანდელობის , მომავლისათვის ღირებულის შექმნას ვერ შევძლებთ...
დავიწყებ ჩემგან და ჩემს პირად პრობლემას ხელოვნებაში თავად მივხედავ და დავიწყებ ყველაფრის განალიზებას... პირველ რიგში, რომ ვიპოვო კავშირი წარსულის და დღევანდელობისა, უნდა გავარკვიო, რა იყო წარსულში და რა გვაქვს დღეს...
რა იყო წარსულში?
რისი თქმა უნდოდა ქართველ კაცს?
რითი მოიტანა დღევანდელობამდე თავი?
ვფიქრობ, ქართველი ადამიანის კულტურა, მსოფლმხედველობა სამ მთავარ მომენტს ეყრდნობოდა-
• მისტიკა-მიუწვდომელი, განუსაზღვრელი, მაკროკოსმიური
• მისტიკასთან მიახლოება, კონტაქტი
• მაკროკოსმიურის პატარა, მიკროკოსმიური მოდელის შექმნა ცალცალკე რომ ვიწყებ ამ სამი მომენტის გაანალიზებას, იკვეთება ჩემთვის ძალიან საინტერესო მითები და სიმბოლოები, რაც ჩანს უკვე ქართულ კულტურაში და მათი გამოხატვა ხდებოდა დამწერლობის, იკონოგრაფიის, ფერწერის, რიტუალების საშუალებით. მთლიანად ცხოვრება იყო გაჟღენთილი იმ სიმბოლოებით, საყოფაცხოვრებო საგნებშიც კი ვხედავ იმ საუკუნეების გამოძახილს... დავუბრუნდები ისევ სამ მთავარ მომენტს;
1.მისტიკა-მიუწვდომელი, განუსაზღვრელი, მაკროკოსმიური
მთავარი სიმბოლოებია -ჯვარი, გზაჯვარედინი, საფლავი, სიცოცხლისა და მარადიულობის გამომხატველი არქეტიპები, შეწირვის რიტუალები, ოჯახი და ამ ყველაფერში გამოხატულია ქრისტიანულ-წარმართულის სინთეზი... ქართველი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იყო სკნელების არსებობა. მას სჯეროდა, რომ არსებობდა ზესკნელი, შუასკნელი, ქვესკნელი. ასევე სჯეროდა, - სამყარო შესდგებოდა სამი სამფერა სარტყელისაგან - ხშირია ციფრი სამის დომინანტური როლი...
მაკროკოსმიურ, უკიდეგანო სივრცეში ორიენტაციის საშუალებას კი ჯვარი იძლეოდა; - ჯვარი ხომ ადამიანის აგებულების, “ სქემის“ სიმბოლოც არის და ამით გამოდის; ყოველი ადამიანი თავისი სხეულით ამ მაკროკოსმიური, უკიდეგანო სამყაროს მიკრომოდელს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი იყო ასევე ისიც, რომ ამ საკრალური სივრცეების გადაკვეთის ადგილს წარმოადგენდა გზაჯვარედინი .
გზაჯვარედინის სიმბოლო- როგორც არჩევანის ნიშანი, ხშირად შემხვედრია ქართულ ლეგენდებსა თუ ზღაპრებში. გზაჯვარედინი ასევე დედის სიმბოლოცაა, ეს არის ყოველგვარი გაერთიანების, ღვთაებრივი გამოცხადების ორმაგი სიმბოლო. გზაჯვარედინი - დროისა და სივრცის მაგიური , სახიფათო სივრცე. სხვადასხვა სკნელებსა და სივრცეებში გადასვლას დიდი დატვირთვა აქვს ქართულ ლეგენდებსა თუ ზღაპრებში - ამას ქართველი გარდაცვალებას, ანუ სხვა სამყაროში გადასვლას უწოდებს. გარდაცვალების რიტუალი მოიცავს სამჯერ წრის შემოვლას, ხის დარგვას საფლავზე და ა.შ...
საფლავის სიმბოლო ნიშნავს კოსმოსის სხვადასხვა დონის გადაკვეთის ადგილს. სიცოცხლისა და მარადიულობის გამოსახატავად კი იყენებდნენ ხის , ცხენის სიმბოლიკას ( როგორც სკნელებსა და სხვადასხვა სამყაროებში მოგზაურობის საშუალებას) ასევე ხშირად არის ბორჯღალის სიმბოლო ( როგორც ცეცხლის და მზის, მარადიულობის ნიშანი) საფლავზე დარგული ხე და მასთან მდგომი ცხენი, ნიშანია რაღაც უმაღლესისა. მასში კოსმოსის ყველა დონის გადაკვეთაა გამოხატული და სამყაროს „ცენტრის“ , „ღერძის“ აღმნიშვნელია.
ხე ერთ-ერთი ყველაზე მისტიური სიმბოლოა და კომუნიკაციის საშუალებაა დედამიწასა და ზეცას შორის და იგი დაჰყავთ სამ ძირითად სახეობამდე . ესენია: ხე, ბოძი და მთა. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იყო წეს-ჩვეულება, რომელიც ეხებოდა ადამიანის დაბადებისას ახალშობილის სახელზე ხის დარგვის წესს. ბავშვის სახელზე დარგული ხე უმეტესწილად კაკლის ხე იყო. ამ ხის გაზრდა – გახარება გავრცელებული რწმენა-წარმოდგენებით უშუალოდ იყო დაკავშირებული ბავშვის ბედ-იღბალთან. შემორჩენილი იყო ხის მონაწილეობა დაკრძალვისა და გლოვის რიტუალში. მაგ., სამეგრელოში გასვენების დღეს მიცვალებულს ეზოში დაასვენებდნენ. ჭირისუფალიც ტირილითა და მოთქმით შემოუვლიდა მიცვალებულს. ამ ქმედებით მიცვალებულის გარშემო იკვრებოდა საკრალური წრე მიცვალებულით ცენტრში. ამავე დროს მიცვალებულისთვის იცოდნენ ეზოში ხის მოთხრა, განსაკუთრებით, როდესაც ოჯახის უფროსი მამაკაცი გარდაიცვლებოდა, რომლისთვისაც ამოთხრიდნენ ვაზიან ხეს, უფროს ქალზე კი თუთის ხეს. თუმცა, ქრისტიანულ სიმბოლიკაში ხე გამოხატავს მარადიულობას, უკვდავებას, წარუვალობას და უშუალოდ სამოთხის თემას უკავშირდება..
ქრისტე წარმოადგენს სიცოცხლის ხეს ან წყაროს სიმბოლოს...
დიდი ყურადღება ექცეოდა შეწირვის რიტუალებს. შეწირვის რიტუალებში კი დაცული უნდა ყოფილიყო წესები და შესაწირი ცხოველი აუცილებლად წმიდა (მაგალითად ხარი.)
ოჯახი არის ერთგვარი მაკროკოსმიური სამყაროს მოდელი. თუ ქართველ კაცს უნდოდა ბედნიერი ყოფილიყო და უკიდეგანო სივრცეში თავისი ადგილი ეპოვნა, მას უნდა გაეთავისებინა ის ყველა ნიშანი და სიმბოლო, დაეცვა რიტუალები, რაც გააჩნდა და მოუტანა მაკროკოსმიურმა სამყარომ. ყველა ერი და მათ შორის ქართველიც, თავისებურად ცდილობდა წაეკითხა და ამოეცნო ეს მისტიკა.
ყველაზე დიდ წმინდანად და საქართველოს მფარველად წმ.გიორგი ჰყავდათ გამოსახული. წმიდა გიორგი ხომ კოსმოსის განმასახიერებელია და ეს ძალა ებრძვის ხშირ შემთხვევაში ებრძვის გველეშაპს. გველეშაპი გამოხატავს ქაოსს, წყლის სტიქია... წმიდა გიორგი ლეგენდებისდა მიხედვით , ცდილობს შევიდეს ამ ქაოსში და შიგნიდან დაფატროს, შემდეგ კი მისი ზედა ნაწილისგან ცა შექმნას ,ქვედა ნაწილისგან კი-მიწა. ამით გამოდის, რომ წმ. გიორგი ქაოსს აწესრიგებს. ქართველისთვის უმნიშვნელოვანესია ასევე სტიქიები- მიწა, ცეცხლი, წყალი, ჰაერი.. . . . .
....
დღეს - 17 დეკემბერს დავიწყე იმ ყველაფრის საჯაროდ გაანალიზება , რაც ვიცი, მსმენია, წამიკითხავს თუ მინახავს ხელოვნებაზე, ისტორიაზე, სიმბოლიკაზე....ამას გავაგრძელებ აუცილებლად, რადგან საჯაროობა მეხმარება, უკეთ გადმოვცე ის ყველაფერი, რაც ჩემშია დალექილი ცოდნისა თუ შთაბეჭდილების სახით... შეიძლება, გულუბრყვილობად ჩანდეს, მაგრამ მგონია, რომ თუ იმ ინფორმაციას გასცემ, რაც გაქვს გონებაში, როცა შენთვის გაანალიზებულს კიდევ ერთელ გადახედავ საჯაროდ, როცა ხედავ სხვის რეაქციას, აზრს შენს ნაფიქრზე, უკეთ ფილტრავ ყველაფერს, გიჯდება ქვეცნობიერში და შემდგომში უკვე შესაძლებელი ხდება, ნამდვილად შენეული შექმნა და გააკეთო ...

No comments:
Post a Comment