Tuesday, December 14, 2010

If belief , if colour,if …
–რა გვენატრება?... გვენატრება რწმენა, ერთიანობა, გვაწუხებს გაფანტულ–გაბნეული არქიტექტურულად ღირებული ნაგებობები, “განათებული“ ქუჩები და.. გვაწუხებს უსასრულო მონატრება ხელოვნების, თანამედროვე ხელოვნების, სკულპტურის, არქიტექტურის. გვინდა დავინახოთ დახვეწილ ფერთა პალიტრა , დინამიკა არქიტექტურაში, განათებაში, ადამიანების გარეგნობაში.. განათება,რომელსაც შეგიძლია შეეხო, განიცადო, მოახდინო მასზე გავლენა...
–რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ხელოვნება ყოველდღიურობაა, რომელიც შეუმჩნევლად, თანდათან შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, ხელოვნებაa ყველაფერში, ადამიანთა ჩაცმულობაში, ქუჩებში, პარკებში, ნაგებობებში.. ეს ყველაფერი კი საოცრად მოქმედებს ჩვენზე, ჩვენს ფსიქიკაზე, ჩვენს ქცევებსა და ჩვენს მომავალზეც კი ... ამიტომ ზღვარი წაშლილია ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის, ერთად არსებობენ, ეს ჩვენი ყოველდღიურობაა და რაც უფრო მეტი პოზიტივი, დახვეწილი გემოვნება იქნება მასში, მით უფრო მეტად მოიმატებს ერთიანობა ქალაქში, ნაკლებად შეგვაწუხებს უკონტექსტოდ გაბნეული არქიტექტურა და უფრო ლამაზად გავანათებთ ჩვენს ქუჩებს, შენობებს...
–ვისწავლოთ და ვასწავლოთ ქალაქის, საგნების, ადამიანების ლამაზ ფერებში დანახვა, ამით ხომ ყველაფერს ახლებური ხედვით შევხედავთ?.. შევიტანოთ მეტი და მეტი ფერი ქალაქის ფერთა პალიტრაში–თავისუფლად და გემოვნებით, ამავე დროს ფრთხილად; ფერი ხომ საოცრად მოქმედებს ფსიქიკაზე, ფერს შეუძლია დათრგუნოს ან ეიფორიულ , მხიარულ განწყობაზე დააყენოს ადამიანი ...
–დავარწმუნოთ ადამიანები, რომ მათზე ბევრი რამეა დამოკიდებული, როგორც შეხედავენ სამყაროს, სამყაროც იმავე სახით დაუბრუნებთ მათ, თუ ჩვენ გავაცოცხლებთ ჩვენს ცნობიერებაში და ჩვენს თავს, ყველას დავარწმუნებთ ,რომ ჩვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული..დარწმუნება კი არც ისე იოლია, ამიტომ მათ მარტივი მაგალითები უნდა აჩვენო...

–როგორ?
თუნდაც შემოდგომა, ფოთოლცვენა; ეს ხომ წარმავალია.. საილუსტრაციოდ წარმოვადგენთ ხიდან ჩამოცვენილ ფოთლებს – როგორც წარმავალი ბუნების სიმბოლოს, ჩვენ მათ სიცოცხლეს გავუხანრძლივებთ; უფერული, სიცოცხლისგან დაცლილი და გამხმარი ფოთლები ძალიან ადვილად-ფლუორესცენციუlი საღებავებით შეღებვით შეგვიძლია ვაქციოთ ფერად, ხალისიან, დროში გამძლედ , ყველასთვის შესამჩნევ ლამაზ ყოველდღიურობად ; ამით ვაჩვენებთ, რომ ფოთოლი, როგორც წარმავალი სიცოცხლის სიმბოლო, თავიდან იბადება, როგორც კი ადამიანებმა მთელი გულით მოვინდომეთ და ფერადად დავინახეთ გამხმარი ფოთლები..
ინტერპრეტაცია შეუზღუდავია, ჩვენ ვთავაზობთ გამვლელებს, რომ აიღონ ფერადად შეღებილი ფოთლები, რომლებიც ღამით ძალიან ლამაზ მანათობელ ფერად ფოთლებად იქცევიან.. ყველა ადამიანმა მიანიჭოს სასურველი სიმბოლო, ჩვენ მათ უბრალოდ სიცოცხლის გაგრძელების და რწმენის სიმბოლოს ვთავაზობთ...ადამიანებს შეუძლიათ შეინახონ ეს ოცნება და რწმენა ან, მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს აჩუქონ...
ეს არის ჩვენი ერთერთი მარტივი მაგალითი, თუ როგორ დავაჯეროთ ადამიანები, რომ სამყაროს, ქალაქს, ადამიანებს უყურონ რწმენით, ლამაზ ფერებშ

No comments:

Post a Comment