Tuesday, December 14, 2010

Art City

 "In the" LEAF GLOW", at the" LEAF GLOW", on the "LEAF GLOW", far from the "LEAF GLOW"…
 ნოემბერში ჩატარდა საინტერესო ვორქშოფი _ „Art city“-ანუ "ხელოვნება საზოგადოებრივ სივრცეებში", რომელიც ჩატარდა გოეთეს ინსტიტუტში 8–დან 11 ნოემბრამდე და ხელმძღვანელობდა გერმანელი ხელოვანი სუზე ვებერი .http://www.suse-weber.de/
 მონაწილე ხელოვანებს უნდა  წარმოედგინათ იდეები , რომელიც იქნებოდა პერფორმანსი, ვიზუალ შოუ, საგამოფენო ნამუშევარი  და ა.შ.
 ჩემმა მეგობარმა–მარიტა რურუამ და მე გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა პერფორმანსი–ვიზუალ შოუ ,ხოლო რისი თქმა გვინდოდა ჩვენი ნამუშევრით, რა არის  ჩვენი  წარმოდგენით  ხელოვნება  საზოგადოებრივ  სივრცეში, პატარა ამონარიდის სახით დავწერე;
 „უნდა დავარწმუნოთ ადამიანები, რომ მათზე ბევრი რამეა დამოკიდებული, როგორც შეხედავენ სამყაროს, სამყაროც იმავე სახით დაუბრუნებთ მათ, თუ ჩვენ გავაცოცხლებთ ჩვენს ცნობიერებაში და ჩვენს თავს, ყველას დავარწმუნებთ ,რომ ჩვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული..დარწმუნება კი არც ისე იოლია, ამიტომ მათ მარტივი მაგალითები უნდა აჩვენო...
  თუნდაც შემოდგომა, ფოთოლცვენა; ეს ხომ წარმავალია.. საილუსტრაციოდ წარმოვადგენთ ხიდან ჩამოცვენილ ფოთლებსროგორც წარმავალი ბუნების სიმბოლოს, ჩვენ მათ სიცოცხლეს გავუხანრძლივებთ; უფერული, სიცოცხლისგან დაცლილი და გამხმარი ფოთლები ძალიან ადვილად-ფლუორესცენციუl საღებავებით შეღებვით შეგვიძლია ვაქციოთ ფერად, ხალისიან, დროში გამძლედ , ყველასთვის შესამჩნევ ლამაზ ყოველდღიურობად ; ამით ვაჩვენებთ, რომ ფოთოლი, როგორც წარმავალი სიცოცხლის სიმბოლო, თავიდან იბადება, როგორც კი ადამიანებმა მთელი გულით მოვინდომეთ და ფერადად დავინახეთ გამხმარი ფოთლები..
 ინტერპრეტაცია შეუზღუდავია, ჩვენ ვთავაზობთ გამვლელებს, რომ აიღონ ფერადად შეღებილი ფოთლები, რომლებიც ღამით ძალიან ლამაზ მანათობელ ფერად ფოთლებად იქცევიან.. ყველა ადამიანმა მიანიჭოს სასურველი სიმბოლო, ჩვენ მათ უბრალოდ სიცოცხლის გაგრძელების და რწმენის სიმბოლოს ვთავაზობთ...ადამიანებს შეუძლიათ შეინახონ ეს ოცნება და რწმენა ან, მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს აჩუქონ...
ეს არის ჩვენი ერთერთი მარტივი მაგალითი, თუ როგორ დავაჯეროთ ადამიანები, რომ სამყაროს, ქალაქს, ადამიანებს უყურონ რწმენით, ლამაზ ფერებში...“
 12 ნოემბერს კი მოეწყო გამოფენა–პრეზენტაცია ვორქშოფის ნამუშევრების და საერთო შედეგი საინტერესო გამოვიდა;იყო სლაიდ–შოუ,ვიზუალ შოუ,გაკეთდა საინტერესო კონცეპციების წარდგენა–საგამოფენო სახით-UELab-ის მიერ.http://uelaboratory.blogspot.com/
 ერთერთმა ავტორმა კი კონცეპციური კონსტრუქციები ააწყო და შემოგვთავაზა, შემდეგ კი , მარიტამ და მე  გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ვიზუალ შოუ –  "In the" LEAF GLOW", at the" LEAF GLOW", on the "LEAF GLOW", far from the "LEAF GLOW"…სწორედ ამ კონსტრუქციებთან ერთად აგვემუშავებინა...შედეგი ლამაზი გამოვიდა...ასევე ჰქონდათ  bodyall ART-ისტებს საინტერესო კონცეპცია ;


No comments:

Post a Comment