Monday, April 26, 2010

სერგეი ფარაჯანოვი (დიდები და პატარები...)

,
.
ფარაჯანოვი – Sergei Parajanov “წერილები ზონიდან”
* * *
"(…) რა მომწონს და რა მინდა სინამდვილეში.
პირველი: “კინო, როგორც ცნება” ჩემთვის უკვე აღარ არსებობს. არის გასაოცარი თვინიერება და სიჩუმე. გაუცხოება და სწრაფვა თვით როკოკოს პასტორალისაკენ.
ამიტომაც აზრები დახეტიალობენ და ეძებენ გეოგრაფიას, ეძებენ სად და როგორ იცხოვრონ ქალაქებისა და ცივილიზაციისაგან მოშორებით, წყაროსთან და ნაყოფებთან, ანდა სტუმრობენ არტისტიზმისა და ავანტიურის მძვინვარე შიგანს.."


"(…) არაფერს არ ვწერ, არ ვხატავ… არ ვმღერი და არ ვცეკვავ… არ ვხედავ სიზმრებს… არ ვოცნებობ. მაკაშოვი (2) მართალია… მან მე გამანადგურა.
(…)რაც უფრო შორდები კიევს, ცენზორები მით უფრო ფხიზლობენ. ეს ვინიცა არაა, სადაც ცენზორი კაცია. აქ ცენზორშები არიან! მე ისინი არ მინახავს…
ჩემი მასწავლებელი – ნინა ივანოვნა კოზლოვსკაია 85 წლისაა. მან მე ლექსები მომიძღვნა. ეს საოცრად გულისამაჩუყებელია. ნუთუ ვეღარ ვნახავ მას? იგი კამეაა, მუმიაა…"


No comments:

Post a Comment